06:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 16:09:39, 475 ნახვა

საზოგადოება
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე დაბადებულებს სპეციალური დაბადების მოწმობები გადაეცემათ

26 მაისს დაბადებულ ახალშობილებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემათ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს.

წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი საიუბილეოდ აღინიშნება. ყველა ახალშობილს, ვინც 26 მაისს დაიბადება, სპეციალურად ამ თარიღის აღსანიშნავად დაბეჭდილი დაბადების მოწმობები გადაეცემა.

ახალშობილის დაბადების მოწმობის ყდაზე დატანილია სპეციალური შინაარსის ინფორმაცია: „საქართველოს მოქალაქე დაბადებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის აღმნიშვნელ საიუბილეო დღეს“. ანალოგიური მოწმობები მთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 26 მაისს დაბადებული ახალშობილების მშობლებს გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ დაბადების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი 2014 წელს შემუშავდა. დაბადების მოწმობის შეცვლის შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით გამოსცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics