|
2016-05-25 12:59:12, 566 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლების პასუხს, მომავალ კვირას ელოდება
"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის თქმით, ინტერპარტიული ჯგუფი დღეს ე.წ გერმანულ მოდელსა და საარჩევნო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებზე იმსჯელებს. როგორც კაციტაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არასაპარლამენტო პარტიის წევრები იმსჯელებენ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტში ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელი კანონად იქცეს. "არის ორი თემა რაზეც ჩვენ ვიმსჯელებთ. ერთის მხრივ ეს არის პარლამენტში უკვე დაწყებული პროცედურა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სისტემას ე.წ გერმანულ მოდელს ეხება. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, საკმაოდ კარგი სიტუაციაა, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთობისა", - განაცხადა კაციტაძემ. მისივე თქმით, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მომავალ კვირას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მათ მიერ შეთავაზებულ 4 პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდისგან პასუხს ელოდებიან . "მეორე თემა, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სხვა ცვლილებებს ეხება. იცით ჩვენს მიერ ინიცირებულ წინადადებათა პაკეტი, რომელიც სარეკლამო საეთერო დროს და ბარიერების თემას ეხება. ამ კვირაში "ქართული ოცნების" პოზიციონირება ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდება. მომავალ კვირაში უკვე საკომიტეტო მოსმენები იქნება. ვფიქრობ, რომ ივნისის 10 რიცხვისთვის სანამ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია სრულად უნდა ჩამოყალიბდეს და დასრულდეს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. აქედან გამომდინარე ვნახავთ, რამდენად გაუმჯობესდება ამ თვალსაზრისით წინასაარჩევნო გარემო, რომელიც საკმაოდ დამძიმებულია, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე", - აღნიშნა კაციტაძემ.
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
თიბისის საერთაშორისო აღიარება - ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
მეუფე ნიკოლოზი - კანდიდატი კი იქნება მოსაყდრე, მაგრამ რამდენ ხმას მოაგროვებს, ამ წუთას არავინ არ იცის
პაველ ჰერჩინსკისა და მაკა ბოჭორიშვილს შორის 1 საათიანი შეხვედრა დასრულდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)