|
2016-05-24 17:54:54, 1089 ნახვა
სხვადასხვა
პარიზში Google-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა
პარიზში ამერიკული კორპორაცია Google-ის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა, - ამის შესახებ The Guardian საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ჩხრეკა Google-ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის საქმის გამოძიებას უკავშირდება. ამერიკული კომპანიის პარიზის ოფისში ჩხრეკა IT-სპეციალისტებმა და ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. ცნობისვის, ფინანსური თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ 2015 წლის 16 ივნისს დაიწყო. საფრანგეთის საგადასახადო სამსახური აცხადებს, რომ კომპანია Google-მა საგადასახადო დეკლარაცია არ წარადგინა, საფრანგეთის ტერიტორიაზე საქმიანობის მიუხედავად. გამოძიებასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის იცავს ფრანგულ კანონმდებლობას და სამართალდამცველებთან თანამშრომლობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)