|
2016-05-24 15:48:50, 1300 ნახვა
კომენტარი
ხეჩიკაშვილი: თუ კორცხელის ინციდენტში სპორტსმენების მონაწილეობა დადასტურდება, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება
სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თუ კორცხელში მომხდარ დაპირპისრებაში სპორტსმენების მონაწილეობა დადასტურდა, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება. „რომელი პროფესიის ადამიანმაც არ უნდა მიიღოს მსგავს ფაქტში მონაწილეობა, ეს მიუღებელია. მითუმეტეს მიუღებელია სპორტული საზოგადოებისთვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს მოქმედმა მწვრთნელმა, თუ სპორტსმენტმა. დაველოდოთ მოკვლევას. თუ დადასტურდა მსგავსი ფაქტები, შესაბამისი ფედერაციები მიიღებენ ადეკვატურ და სამართლიანი გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით. ის პერიოდი, როდესაც სპორტსმენებით მანიპულირებდნენ, უნდა დასრულდეს და წარსულს ჩაბარდეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს. რაც ყველაზე მთავარია, სპორტსმენები უნდა იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ ქვეყანას ემსახურონ პატიოსნად და საზოგადოება გამარჯვებებით გაახარონ “, - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)