|
2016-05-24 15:34:29, 1283 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს, რომ რიგში ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ნატოს წევრობის რიგში წინ წაიწია. სესიაშვილის თქმით, 4 ასპირანტი ქვეყანა არსებობს, რომელთა მიმართ მიდგომები ერთნაირია. „მივესალმებით მონტენეგროს გაწევრიანებას. თქვენ იცით, რომ 4 ასპირანტი ქვეყანა არსებობს და მათ მიმართ მიდგომები თითქმის ერთნაირია. ნატოს მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ პოზიციას გავიმეორებ, რომ საქართველოს აქვს ყველა ის ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის, ნატოს წევრობის მოსამზადებლად. ამ პროცესში მონტენეგროს გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ რიგში და ეს არის შეუქცევადი პროცესი“,-განაცხადა სესიაშვილმა. ცნობისთვის, მონტეგრო ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდება. ბრიუსელში მონტენეგროს ნატროში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი უკვე მოეწერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)