|
2016-05-24 14:53:14, 553 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ „მზიურის“ განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა
დავით ნარმანიამ „მზიურის“ განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები გასცა თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად მზიურის პარკის ტერიტორიაზეიმყოფებოდა, სადაც პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ მერიის სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვერეს ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, „თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. „თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, გარდა ამისა, ჩვენ ვაწესრიგებთ პარკს და მერიის შესაბამის სამსახურებს დღეს მე მივეცი კონკრეტული დავალებები. რაც შეეხება მდინარე ვერეს ხეობის ნაწილს, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა, ჩვენ ყველა ტიპის მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ და ახლა მზადდება პროექტი, რომელიც მზიურის ტერიტორიის გამწვანებას და მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ზაფხულიდან. შემოდგომაზე აქ დაირგვება ხეები, მოწესრიგდება ტერიტორია, რათა რეკრეაციული ფუნქცია, რაც გააჩნდა მზიურის პარკს, მთლიანად აღდგეს და მოსახლეობას ჰქონდეს დასვენების, განტვირთვის საშუალება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის,საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისადა საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება. თბილისის მერია ადაპტირებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად უზრუნველყოფს,მათ შორის, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაფე აღიჭურვება ადაპტირებული სველი წერტილებით, უკვე დამონტაჟდა პანდუსი, გამაგრდა საყრდენი კედლები და შენობა გადაიხურა თანამედროვე სამშენებლო მასალებით. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები. ძველი ამფითეატრისა და კაფის შენობები თბილისის მერიამ ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გასულ წელს გადასცა. აღნიშნულის შესახებ თხოვნით მერიას ფოტოგრაფმა და უფლებადამცველმა ანა გოგუაძემ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. პარალელურად,მიმდინარეობს მომსახურე პერსონალის გადამზადება. უსინათლოთათვის კეთდება სანიშნეები, მენიუებსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არმქონე პირებისთვის დამონტაჟდება სპეციალური მანიშნებლები. „მზიურის“ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო მოედნების მოწყობაც. წლების განმავლობაში პარკს არ ჰქონდა გარეგანათება. თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ლამპიონების დამონტაჟება. პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და პარკის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)