|
2016-05-24 13:13:49, 883 ნახვა
სამხედრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მზადება აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველებთან ერთად, ამერიკელი და ინგლისელი სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თბილისს უკვე ესტუმრნენ პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბენდები, რომლებიც ქართველებს 25 წლისთავის აღსანიშნავად შოუს შესთავაზებენ. მისივე განმარტებით, წელსაც იქნება ტრადიციული ფიცის დადების ცერემონიალი, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება. „ჩვენი სტუმრები უკვე ჩამოსული არიან. იცით, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი და ინგლისელი სამხედროები, რომლებიც ჩვენთან ერთად „ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეობდნენ. ასევე წარმოდგენილი იქნება ტექნიკა, სრულად არა, მაგრამ სიმბოლურად, რომელიც წვრთნებში მონაწილეობდა. დღეს ჩამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ბენდები, რომლებიც ასევე მონაწილეობას მიიღებენ და პატარა შოუს შესთავაზებენ ქართველებს 25 წლისთავის აღსანიშნავად, სამხედრო ოკრესტრის მონაწილეობით და იქნება ტრადიციული ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ერთდროულად საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)