05:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 18:20:47, 591 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველიდან 16 მაისამდე პერიოდში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახის რეაბილიტაციისთვის დაზარალებულ მოსახლეობას  რეკომენდებული სასოფლო-სამეურნეო საქონელი, მათ შორის, სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდები ურიგდებათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ ფერმერებს აგრობარათებზე 883 700 ლარის ოდენობის ქულები დაერიცხათ. ამ დროისთვის სარგებელი 9 562 ბენეფიციარმა უკვე მიიღო.

„ფერმერთათვის პრეპარატების დარიგება დაზიანებული ბაღებისა და ვენახების რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დახმარების გაწევის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაყოფი მიაღწევს განვითარების გარკვეულ სტადიას. მაისის დასაწყისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახების  შემთხვევაში კი,  ეს სტადია მიღწეული არ იყო.

შემდგომში რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისის შეძენა ყოველწლიურად (მოსავლისთვის სარისკო პერიოდის დადგომამდე) სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხუთ სადაზღვევო კომპანიაშია  შესაძლებელი.

მცენარეთა განვითარების შემდგომ სტადიაზე მოსალოდნელი დანაკარგების და ზარალის შემცირების მიზნით,  2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პროგრამით გაცემულ პოლისებზე სადაზღვევო ლიმიტმა 193 000 000 ლარი შეადგინა, სადაზღვეო პოლისი გაიცა 29 000 ბენეფიციარზე,  ხოლო სადაზღვევო კომპანიების მიერ 14 000 000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება განხორციელდა“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics