05:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 15:41:26, 524 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში საგზაო-ინფრასტრუქტურულ და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელებზე სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საგზაო კაპიტალური სამუშაოები ტარდება გუდამაყარის ქუჩაზე, სადაც პარალელურად სანიაღვრე ქსელიც ეწყობა. კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება  ქართველიშვილის, ზედამზისა და დაისის ქუჩებს,  გვაზაურის მე-2 ჩიხსა და არბოს ქუჩის ნაწილს.

მათივე ცნობით, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია უტარდება ლოტკინის მთისა და ბოგვის ქუჩებს, ასევე ღრმაღელის I შესახვევს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე მოწესრიგდება გზის საფარი.

საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს შიდაკვარტლურ ქუჩებსა და ეზოებშიც. ასფალტის საფარის დაგება დასრულდა თემქის მე-4 მ/რ მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მოწესრიგდა ტროტუარებიც.

პარალელურად, ამ დროისათვის ნაძალადევის რაიონში საყრდენი კედლების სარეაბილიტაციო სამუშაოები სამ მისამართზე ტარდება (კახიანის მე-3 შესახვევის №9, მანჯგალაძის №19, მიქატაძის №4).

სამ მისამართზე დასრულდა საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაციაც (თემქა, მე-3 მ/რ, 1-ლი კვ. გრუზინსკისა და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული კიბეები).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics