|
2016-05-23 15:32:20, 629 ნახვა
საზოგადოება
გლდანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე ახალ, # 35-ე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან დაიწყება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დაწესებულება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა. მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე. ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. №35 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ ბაღებიდან, რომლებიც 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა. სასწავლო დაწესებულება სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით და საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდა. ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი კი ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე შემოსული ელექტრონული განაცხადებიდან შეირჩა. ამ დროისთვის, 2-3 წლიანთა ჯგუფის გარდა, რამდენიმე ათეული თავისუფალი ადგილია დარჩენილი. ბაღი 350 ბავშვზეა გათვლილი. „ ეს არის თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი. აქ ყველაფერი, სათამაშო ოთახი, სამზარეულო, საძინებელი, მაღალი სტანდარტით არის მოწყობილი. ეს იმ 7 -დან ერთ-ერთი დაწესებულებაა, რომლის მშენებლობაც დედაქალაქის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ. წელს, ასევე, 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ეყრება საფუძველი. გარდა ამისა, მზადდება კიდევ 13 პროექტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, თბილისში, მიმდინარე წელს, კიდევ 5 ახალი საბავშვო საბავშვო ბაღის გახსნა იგეგმება. მათ შორის, ზემო ფონიჭალაში, წინა წლებში დახურული #206 ბაღი, რომელიც ფუნქციონირებას მომავალ კვირაში დაიწყებს. 2016 წელს დედაქალაქში კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)