|
2016-05-23 10:10:25, 1013 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრის პირველი მოადგილე აზერბაიჯანელ კოლეგებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი ბაქოში აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს და მინისტრის პირველ მოადგილე ვილაეტ ეივაზოვს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტუქტურებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებზე, ასევე, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობების, პოლიციის ატაშეებისა და ინტერპოლის მეშვეობით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტრანსასაზღვრო დანაშაულისა და კრიმინალის პრევენციისათვის ინფორმაციის ინტენსიურ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობას და ამ კუთხით, საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის ატაშეების წარმატებულ საქმიანობას. საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა მოსაზღვრე რეგიონების პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრებს. პირველი შეხვედრა საქართველოში, 2016 წლის ივნისში შედგება, მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)