11:58 - 22 Jul, 2026
|
2016-05-22 14:26:08, 1387 ნახვა
სხვადასხვა
კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - ვიდეო
ზუგდიდში, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნაცემია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის თენგიზ გუნავა, ნიკა მელია და გიგა ბოკერია. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და უთხრეს, რომ "ნაციონალებს" ხალხთან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია კი, არ ფლობს ინფორმაციას, ვინ მიიყვანა უბანზე სპორტსმენები. მისი თქმით, დაპირისპირება სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. ასევე, ხელი დაარტყეს მედიის წარმომადგენლებს. ტელეკომპანია ოდიშის ვიდეოკადრები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)