03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 15:37:33, 539 ნახვა

საზოგადოება
N15 დაწესებულებაში გამწვანების აქცია გაიმართა

N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულების ტერიტორიაზე მოქმედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე  ყვავილის 200-მდე ნერგი და 20-მდე მარადმწვანე მცენარე დარგეს.  აქციაში მონაწილეობა მსჯავრდებულებმაც მიიღეს.

„ფონდი მორიგ გამწვანების აქციას ამჯერად, ქსნის დაწესებულებაში ახორიცელებს. ეს რიგით მესამე აქციაა, მანამდე ხეები და ყვავილები რუსთავში მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში დაირგო.  მსჯავრდებულების დახმარებით სხვადასხვა დაწესებულების ტერიტორიებს ვალამაზებთ. ნარგავებს თავად მსჯავრდებულები მოუვლიან“, - განაცხადა ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, გოჩა არონიშიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ლეილა აფციაურის განცხადებით, აქცია ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, პენიტენციურ  დაწესებულებებში მომავალშიც გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics