03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 19:28:51, 522 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძემ თსუ-ში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

თავდაცვის მინისტრის მოადგელე ანა დოლიძე, თსუ-ში გამართულ ყოველწლიურ, რიგით მესამე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალი და მისი წყაროები), კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოსვლაში მან ტრანსნაციონალური გამოძიების ჩატარების დროს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„საქართველოში მიმდინარეობს რამდენიმე პროცესი საერთაშორისო სისიხლის სამართლებრივი კუთხით და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აკადემიურმა წრეებმა, მეცნიერებმა, სახელმწიფო უწყებებმა აწარმოონ დიალოგი და კონტაქტი ცოდნის გაცვლის მიზნით. თავდაცვის სამინისტრო  აქტიურადაა ჩართული ორ გამოძიებაში: ჰააგის სასამართლოსა და ცენტრალური აფრიკის რესპულიკაში მიმდინარე გამოძიებებში, რომლის დროსაც წარმოიშობა უამრავი საკითხი. სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ გამოძიებაში ჩართულია ბევრი ქვეყანა, და  საერთაშორისო ორგანიზაცია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გვქონდეს მუდმივი დიალოგი პროფესიულ წრეებთან, ქართველ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საკითხების წინ წამოწევასა და გააზრებაში“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ყოველწლიური კონფერენცია ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის ეგიდით ჩატარდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics