|
2016-05-20 19:05:44, 881 ნახვა
სამხედრო
პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა სტუდენტებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის ისტორია და სტრუქტურა გააცნო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა დღეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის ისტორია და სამედიცინო სამსახურის სტრუქტურა გააცნო. სტუდენტებს სამხედრო-სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს წვრთნებისა და განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სტუდენტებს გორის სამხედრო ჰოსპიტლისა და წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ესაუბრნენ და დაინტერესების შემთხვევაში მათ წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში სტაჟირების გავლაც შესთავაზეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო თემატიკაზე, უწყების პრიორიტეტებსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას დედაქალაქსა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)