|
2016-05-20 17:51:17, 668 ნახვა
საზოგადოება
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე კონფერენციას - „სოციალური მეწარმეობა საქართველოში“ - დაესწრო. ღონისძიებაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების დასაქმების მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოს - „შეცვალე სცენარის“ - შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა, ასევე, სხვა სოციალური საწარმოების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოციალური საწარმოს - „შეცვალე სცენარის“ - ფარგლებში ორი ობიექტი - კაფეტერია და ავტოსამრეცხაო შეიქმნა. ორივე ობიექტის ხელმძღვანელი, ბუღალტერი და 3 მზარეული პროფესიული ნიშნით შეირჩნენ, ხოლო დამხმარე პოზიციები ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებმა და მათი ოჯახის წევრებმა დაიკავეს. ჯამში, ორივე ობიექტზე 20-ზე მეტი პირი დასაქმდა. მათგან 11 ყოფილი პატიმარია, 7 კი – ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრი. სოციალური საწარმოს საშუალებით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ. გარდა ამისა, დასაქმებული ბენეფიციარები იუმჯობესებენ იმ შრომით და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში მათ წარმატებულ საქმიანობას შეუწყობს ხელს. სოციალური საწარმო სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მიერ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის მიერ საგრანტო პროექტი 87 500 შვეიცარიული ფრანკით დაფინანსდა. პროგრამის სახელწოდებაა - „სოციალური საწარმოების განვითარება საქართველოს მოქალაქეთა და პოტენციურ მიგრანტებს შორის ნარკომოხმარების პრობლემის შემცირებისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით". ამ პროგრამის ფარგლებში „შეცვალე სცენარის“ გარდა, კიდევ ოთხი სოციალური საწარმო შეიქმნა. კონფერენციას პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ამავე პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმოს შედეგების პრეზენტაცია გამართეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის ფედერალური ოფისის მიერ დაფინანსებული ხუთი სოციალური საწარმო შარშან გაიხსნა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ხუთივე საწარმოს მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა. საქართველოში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამით გათვალისწინებულია ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრების დახმარებაც.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)