03:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 16:24:11, 578 ნახვა

საზოგადოება
ოპერის დასის მტკიცებით, 26 მაისის ღონისძიებაში უფასოდ მონაწილეობას აიძულებენ

ოპერის მომღერალთა დასის წევრებს 26 მაისის ღონისძიებაზე ანაზღაურების გარეშე მონაწილეობას აიძულებენ, - ამის შესახებ ოპერის დასის მომღერალთა გუნდის წევრმა, ნინო გოგინაშვილმა განაცხადა.

როგორც გოგინაშვილმა განაცხადა, დასის წევრებს 26 მაისის ღონისძიებაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა მონაწილეობის უფასოდ მიღება სთხოვა.

"დავით კინწურაშვილი პრემიერ-მინისტრის სახელით გვემუქრებოდა. იმის მაგივრად, რომ მან კომუნიკაცია გუნდთან დაამყაროს. ჩვენ უარი არ განგვიცხადებია, რომ 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა მიგვეღო. ვაპირებთ, რომ ვიმღეროთ. მან დაგვაპირისპირა მთავრობის პირებთან. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩვენი პრობლემებით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრობლემები ხშირად გვქონია. იყო შემთხვევები, როდესაც ჩატარებული ღონისძიების შემდეგ უჰონორაროდ ვბრუნდებოდით, მაგრამ ჩვენ უფლებებს არავინ იცავს. მოვითხოვთ, რომ გუნდის ხელმძღვანელი შეიცვალოს და მდგომაროება თეატრში დალაგდეს", - განაცხადა გოგინაშვილმა.

მისივე თქმით, თავდაპირველად ღონისძიებაში მონაწილეობა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ჰონორარის გადახდაზე უარი განაცხადა.

"როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მან კულტურის სამინისტროში ჩაიტანა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ“, - აღნიშნა ნინო ერიაშვილმა.

ცნობისთვის, ოპერის დასის მომღერალთა გუნდმა დღეს 15:00 საათზე ოპერის თეატრის წინ, განცხადება გაავრცელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics