|
2016-05-20 16:13:30, 564 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელიამ ბაქოში საერთაშორისო გამოფენის გახსნაში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ გახსნაში მონაწილეობა მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 ქართული კომპანიის - „კულა“, „ლივო“, „თელავის ღვინის მარანი“, „LILI Wine”, „ზედაზენი“, „კახური ღვინის მარანი“ „ჰერეთის ღვინის მარანი“ და „შალოშვილის ღვინის მარანი“ - პროდუქცია, რომელიც 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა დააგემოვნა. უწყების ინფორმაციით, ქართული სტენდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაათვალიერა. როგორც დანელიამ აღნიშნა, აზერბაიჯანი-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია. ასეთ მასშტაბურ გამოფენებში მონაწილეობა ამ პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო 9 კომპანიის პროდუქცია და გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია ქართულ აგროწარმოებაზე. ვფიქრობთ, სამომავლოდ გამოფენის მონაწილე კომპანიების რაოდენობა გაიზრდება. გამოითქვა ინტერესი და, შესაბამისად, მომავალ წელს გამოფენაზე რძისა და რძის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიებიც იქნებიან წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გაზრდილია ინტერესი საქართველოსთან აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ურთიერთოების და ერთობლივი წარმოების მიმართულებებით. ვფიქრობთ, ინვესტორებისთვის, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი აქვთ, გარკვეული პირობების გაუმჯობესების საკითხებზე ვიმსჯელოთ“, - განაცხადა დანელიამ. საერთაშორისო გამოფენაში „კასპიან აგრო 2016“ სხვადსხვა ქვეყნის, მათ შორის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ინდონეზიის, ნიდერლანდების და სხვა, 400-მდე კომპანია მონაწილეობდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ქართულ სტენდზე აზერბაიჯანელ კოლეგას, ჰეიდარ ასადოვსა და ბელარუსის ვიცე პრემიერს, მიხაილ რუსს უმასპინძლა. გამოფენა „კასპიან აგრო 2016“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, სადაც წარმოდგენილია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები, ისე მსხვილი სადისტრიბუციო ქსელები. ყოველწლიურად, გამოფენის ფარგლებში, ექსპერტებთან შეხვედრები, დანადგარებისა და აღჭურვილობების საჩვენებელი გამოცდა და ინოვაციური ტენდენციების პრეზენტაციები ტარდება. ცნობისთვის, საქართველო წელს მეორედ იღებს მონაწილეობას გამოფენაში და წელსაც ქართულ სტენდს ,,ქვეყნის საუკეთესოდ წარდგენისთვის“ ჯილდო გადაეცა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)