02:16 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 12:04:54, 504 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ბაქოში გამართულ აგროფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ ფარგლებში გამართულ  აგროფორუმს დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, ფორუმში 30-მდე ქვეყნის ოფიციალური პირი და აგროსექტორის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ოთარ დანელიამ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოში აგრარული მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელება კიდევ უფრო შეუწყობს  ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას. 

ამასთან, მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჰეიდარ ასადოვმა    ფორუმის მონაწილეებს ახალი პროექტი წარუდგინა, რომელიც სოფლის მეურნეობაში  ანალიზის და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვას გულისხმობს. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მინისტრის პირველ მოადგილესთან ნოდარ კერესელიძესთან და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძესთან ერთად, შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირთან.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics