|
2016-05-20 11:01:40, 1258 ნახვა
კომენტარი
ლაჰიუ ე.წ. კაბელების საქმეზე: ჩვენი კითხვები კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა
ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ პროკურატურაში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. ლაჰიუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და საქმის პროკურორებს შეხვდა, სადაც მათ ე.წ. კაბელების საქმის დეტალები გააცნეს. „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა პროკურატურასთან. აღსანიშნავია მათი მეთოდოლოგია და ეს კარგი ნიშანია, რადგან ისინი ყურადღებით იცავენ სამართლებრივ პროცედურებს. ყველაზე მეტი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, კანონებს ეხება, რომელიც არა პროკურატურის, არამედ პარლამენტის საქმეა, თუ როგორ ხდება კანონის ინტერპრეტაცია და ასევე სისტემას, რომელმაც დახმარება უნდა აღმოუჩინოს პროკურატურას“,-აღნიშნა ლაჰიუმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ე.წ. კაბელების საქმეზე მთავარ პროკურატურაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)