02:15 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 10:33:14, 566 ნახვა

საზოგადოება
შსს ჟურნალისტებისთვის ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ჟურნალისტებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ.

პროექტი - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით.

„კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე დაწერილი სტატია, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა.

ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com

შეფასების კრიტერიუმები: თემატიკასთან შესაბამისობა; არსებული გამოწვევების შესაბამისად წარმოდგენილი თემატიკა; ინფორმატიულობა; ლაკონურობა; კრეატიულობა.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი გამარჯვებული დაჯილდოვდება ფასიანი პრიზებით. მთავარი პრიზი – ელექტრონული წიგნი - გადაეცემა პირველ ადგილზე გასული სტატიის ავტორს. მეორე ადგილზე გასული სტატიის ავტორი დაჯილდოვდება ფოტოკამერით, ხოლო, მესამე ადგილზე გასული სტატიის ავტორს გადაეცემა კომპიტერული აქსესუარი. საუკეთესო სტატია გამოქვეყნდება სამ ადგილობრივ რეიტინგულ გაზეთში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics