08:35 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 10:36:44, 4026 ნახვა

კულტურა
“მძიმე ჯვარი” კიდევ ერთხელ შეიკრიბება

“თბილისი ივენთ ჰოლში”  21 მაისს 20:00-ზე ქართული ლეგენდარული ბენდის “მძიმე ჯვარი” რეიუნიონი შედგება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ამ შემადგენლობით ბენდმა ბოლოს 2006 წელს დაუკრა. მისი წევრები არიან ლევან ბეიტრიშვილი - ვოკალი, მამუკა ჩიხლაძე - გიტარა, ლევან კაპანაძე - ბას გიტარა.

ცნობისთვის, “მძიმე ჯვარი” 1988 წელს ჩამოყალიბდა. ამ შემადგენლობით ჯგუფი 20 წლის წინ გამოჩნდა. ისინი 90-იან წლებში ისინი ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი პიონერები იყვნენ.

პირველი ალბომი “მძიმე ჯვარი VOL1” 1997 წელს გამოვიდა, 2002-ში კი “მძიმე ჯვარი VOL2” წარუდგინეს მსმენელს.  2007 წელს მოხდა “Fan-X”-ის პრეზენტაცია,-სწორად ამ ალბომებში შესულ ნამუშევრებს წარუდგენს “მძიმე ჯვარი” თავის მსმენელს.

ამასთანავე, ღონისძიებაზე შედგება საინტერესო კოლაბორაცია ეთნო-ჯგუფ “გორდელასთან” - ეს ერთგვარი ექსპერიმენტი და სიურპრიზი იქნება კონცერტზე მისული მსმენლისთვის.

“მძიმე ჯვარი” ქართული როკის ლეგენდადაა აღიარებული, ჯგუფმა შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში არსებულ რთულ ვითარებაში, 90-იან წლებში დაიწყო. სწორედ იმ პერიოდის გარემომ უბიძგა ჯგუფს დაეწერათ ჰიტი “მიყვარხარ” და უკვე შემდეგ გამოსული ალბომების მეშვეობით მსმენელის რამდენიმე თაობა აღეზარდათ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics