00:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 15:24:55, 478 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა ქუთაისში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ევროპული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა  ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის ევროპულ არჩევანზე, სახელმწიფოს ევროპული სისტემით მოწყობაზე და ქრისტიანულ რელიგიაზე, როგორც ქვეყნის ევროპული მოწყობის ნაწილზე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ლექციაზე განაცხადა, წელს საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღინიშნება და სწორედ ამიტომ წლევანდელი წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა.

პრეზიდენტმა არჩევანის თავისუფლებაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს არჩევნებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად განათლების სისტემას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულმდგომარეობას, პარლამენტის ქუთაისში საქმიანობას, იმერეთის რეგიონის და ქუთაისის განვითარებას შეეხებოდა.

პრეზიდენტის საჯარო ლექციის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას,რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების,სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების  განმტკიცებისაკენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics