03:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 19:22:54, 1114 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესის წარმომადგენლები აუდიტის რეგლამენტირების პროექტს გაეცნენ

17 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გაიმართა შეხვედრა  შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული აუდიტორიისათვის საგადასახადო შემოწმების პროცედურების რეგლამენტის პროექტის გაცნობა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ტერაშვილი და ვახტანგ ლაშქარაძე, აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბაქარ დევდარიანი და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ვალიშვილი.

აუდიტის რეგლამენტირების პროექტი, რომელიც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეიმუშავა, შეხვედრის მონაწილეებს ბაქარ დევდარიანმა წარუდგინა. საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები შეთავაზებულ ინიციატივებთან დაკავშირებით.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics