23:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 13:05:46, 538 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში 9 მისამართზე საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა

ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 9  მისამართზე უკვე მოეწყო გრუნტის დამჭერი საყრდენი კედელი, მათ შორის, ჩეჩელაშვილის N1, ართვინის შესახვევში N6-სა და მნათობის N44 -ში. დასრულებულია, აგრეთვე, სარკინიგზო ხაზის ქვეშ არსებულ მეწყერსაშიშ ფერდობზე გრუნტის დამჭერი კედლის რეაბილიტაცია, ხოლო  უახლოეს დღეებში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობა დასრულდება მამარდაშვილის N21-ში, თეთნულდის N21-სა და დოქის ქუჩაზე.

აღნიშნული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ 467 000 ლარით დააფინანსა.

მთლიანობაში, 2016 წლის ბოლოსთვის, ჩუღურეთის რაიონში საყრდენი კედლის მოწყობა 25 მისამართზე დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics