06:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:42:43, 494 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: ვაშინგტონში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული ქევყანაა

 „ვაშინგტონში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული  ქევყანაა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გამართა, მათ შორის  თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონში. აბაშიძე ამბობს, რომ ვაშინგტონში კარგად არიან ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა  საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

ამასთან, აბაშიძის თქმით, საუაბრი შეეხო საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობასაც. ამერიკელების რეკომენდაციაა, რომ საქართველომ რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს.

„მართლაც ძალიან კარგი ფონი დაგვხვდა პრემიერმინისტრის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელეთ პრემიერის ვიზიტის შემდგომი ეტაპი, კვლევით ცენტრებზე შევხდით ძალიან ცნობილ სპეციალისტებს, შეხვედრები გვქონდა თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში,  პენტაგონში, თავდაცვის დეპარტამენტში და  იქ გაიმართა საუბარი ჩვენი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. 

ძალიან კარგად არიან ინფორმირებულნი, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის სრული მხარდაჭერა. დიდი იყო ინტერესი იმის თაობაზე, თუ როგორ  მიმდინარეობს დიალოგი რუსეთთან.  ამერიკელების რეკომენდაციაა,  რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს დიალოგი,  აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ, შევეცადოთ, რაღაც შეხების წერტილები გამოვნახოთ და შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაც შესაძლებელია ჩვენი სახელმწიფო ინტერესების შელახვის გარეშე. ძალიან სასარგებლო და დროული ვიზიტი იყო. ზოგადდ ვაშინგტოში არის განცდა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული  ქევყანაა“, -განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics