23:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 12:59:23, 552 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ 112 პროექტის თანადაფინანსება განახორციელა

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 112 სხვადასხვა სახის პროექტი დააფინანსა.

მერიის ინფორმაციით, თანადაფინანსებულ პროექტებს შორისაა ლიფტების, სახურავების, სართულშუა ნაპრალების ამოვსებისა და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„ამ დრომდე, სახურავების რეაბილიტაციის პროექტი დაფინანსდა 25 მისამართზე, განახლდა 19 ლიფტი, რეაბილიტირდა 22 კიბე 14 მისამართზე, 4 მისამართზე დამონტაჟდა 9 კარი, სართულშუა ნაპრალების ამოვსების პროექტი 18 მისამართზე განხორციელდა, შერემონტთა 60 სადარბაზო 30 მისამართზე, წყალკანალიზაციის სისტემები შეიცვალა 10 მისამართზე. თანადაფინანსებულ პროექტებში მოხვდა სენსორული სანათების მონტაჟი ორ  და წყალსაწრეტების რეაბილიტაცია 1 მისამართზე“, - აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიმართულებით პროექტების თანადაფინანსებას აგრძელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics