03:39 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 13:01:46, 598 ნახვა

პოლიტიკა
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის საბოლოო ვარიანტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება

ვენეციის კომისიას "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის საბოლოო ვარიანტი გადაეგზავნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს.

"რასაც ვაკეთებთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, შემიძლია სრული გულწრფელობით ვთქვა, მთავარი მოტივაცია არა სასამართლოს დასუსტება, არამედ ის არის, რომ  სასამართლო სრულად გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან. სამწუხაროდ, სასამართლოს ჰქონდა ასეთი ტვირთი. სასამართლო არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო. მესმის წუხილი, რომ ბოლო - მეორე და მესამე მოსმენა ფორსირებულად მოხდა, მაგრამ ჩვენ ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში ვიმუშავეთ. პრაქტიკულად კომიტეტმა გაიზიარა ყველა შემოთავაზება და შენიშვნა, დარჩა ერთადერთი საკითხი, პლენუმის კვორუმი. ვფიქრობ, აქაც საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ჩვენ ამ პაკეტს თავისი განმარტებითი ბარათებით ვუგზავნით ვენეციის კომისიას და მის დასკვნას ძალიან დიდი ინტერესით დაველოდებით. ბუნებრივია, მის რეკომენდაციებზეც ერთად ვიმუშავებთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვილებები საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. დღევანდელ პლენარულ სესიაზე ორგანულ კანონპროექტს მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics