02:15 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 21:58:55, 531 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდს  შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემები ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, საქართველოს ევროპული არჩევანი, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ფილიპ ჰამონდმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და  თანამეგობრობის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობით და ე.წ ბორდერიზაციის პროცესით დაინტერესდა.

საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან.

დადებითად შეფასდა თანამშრომლობის ფორმატი „უორდროპის დიალოგი", რომელიც  ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და პრაქტიკულად სტრატეგიულ თანამშრომლობას უტოლდება.  ხაზი გაესვა ამ ფორმატის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics