20:02 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 10:57:29, 602 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიამ ჩინურ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდსა და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმის თანახმად, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას,  ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას.

უწყების ინფორმაციით, ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი  რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პროექტი წარმატებულად შეაფასა, აღნიშნა სახელმწიფოსთვის მეჩაიეობის განვითარების პრიორიტეტულობა და ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტით დარგის დამატებითი სტიმულირების საკითხს.

 როგორც მინისტრმა აღნიშნა,  სახელმწიფოსთვის ხარისხიანი ჩაის წარმოება მნიშვნელოვანი საკითხია და გამოთქვა იმედი, რომ მეჩაიეობის დარგის განვითარებაში პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics