00:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 10:00:35, 584 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი დღეს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრებად წარდგენილ კანდიდატებზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრებად წარდგენილ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის, ნონა თოდუას არჩევის საკითხს განიხილავს.

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კანდიდატებს კენჭი შესაძლოა დღესვე უყარონ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმაა საჭირო. 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნანა თოდუას კანდიდატურები პარლამენტის კომიტეტებმა დაახლოებით 2 თვის წინ განიხილეს, თუმცა მათი პლენარულ სხდომაზე გატანა ამ დრომდე არ მომხდარა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics