2016-05-12 09:33:53, 526 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურს პარლამენტში დღეს მოუსმენენ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტში დღეს მოუსმენენ. ვახტანგ გომელაური კანონმდებლების წინაშე 16:00 საათისთვის წარდგება.
სუს-ის ხელმძღვანელთან კითხვები აქვთ, როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წევრებსაც. დეპუტატები აქცენტის გაკეთებას ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ გომელაურისთვის პარლამენტს 30 მარტს უნდა მოესმინა, თუმცა მისი მოსმენა ქვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან