00:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 16:08:09, 602 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: ალასანია ჩაერთო რუსულ პროპაგანდაში და დღეს იგი ხელისმომკიდეს პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს

საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, ძალიან კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთ დაცვა და მე ეს არ გავაკეთე - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებას სასაცილოს უწოდებს. 

"ირაკლი ალასანიას პრეტენზიები სასაცილოა, სირცხვილია, მაგრამ ალბათ ხანდახან ადამიანები გაუგებარ არჩევანს აკეთებენ. როცა ვსაუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობაზე, ერთი წლის განმავლობაში ვისმენდი პრეტენზიებს ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან. მთელი წლის განმავლობაში პასუხი არ გამიცია მსგავსი ტიპის განცხადებებზე, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ვიდრე ეს პაექრობა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ხიდაშელის თქმით, შეურაცხმყოფელია და სირცხვილია, როცა ასეთი განცხადებები ისმის.

„კიდევ უფრო სირცხვილია, რომ ბატონი ირაკლი ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდეს პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics