23:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 13:30:47, 616 ნახვა

სამხედრო
ხიდაშელი: პირველად საქართველოს ისტორიაში, ოფიციალური, ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული გვეყოლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულების შემდეგ პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყანას ეყოლება ოფიციალური, ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული.

ამის შესახებ ხიდაშელმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ცოტა ხანში ქართულ-ამერიკული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2016“  ოფიციალური ცერემონიალი დაიწყება.

ხიდაშელის შეფასებით, არასოდეს არცერთ სამხედრო სწავლებაში საქართველოში ამდენ პარტნიორს მონაწილეობა არ მიუღია.

„მთავარი სიახლე არის ის, რომ ამ სწავლების დასრულებისას საქართველოს ეყოლება პირველი ოფიციალური ნატოს მიერ ლიცენზირებული ასეული, რომელიც სწორედ ამ სწავლების შედეგად მიიღებს ამ ლიცენზიას.

პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ოფიციალური, ნატოს შეიარაღებული ძალების წარმოდგენილი ქვეყანაში ჩვენი სამხედროების სახით“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics