00:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 12:55:26, 543 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი პრეზიდენტზე: მისი განცხადებები ადამიანურად არასწორია, ეს მის ნამუსზე იყოს

მისი განცხადებები უბრალოდ ადამიანურად არასწორია, მაგრამ ასე თქვა და რა ვქნათ. ეს მის ნამუსზე იყოს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც მარგველაშვილი პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრეტიდაციის საკითხზე საუბრობდა.

ბერძენიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ „რესპუბლიკური პარტია“ იცავდა.

“პრეზიდენტის განცხადებას “რესპუბლიკელებთან” დაკავშირებით უაღრესად არაკორექტულს ვუწოდებ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს იცავდა “რესპუბილკური პარტია”. თუ ვინმე პრეზიდენტის გვერდით იდგა და ცდილობდა, რომ იგი არ გარიყულიყო ქართული პოლიტიკიდან, ეს დავით უსუფაშვილი იყო. მისი განცხადებები უბრალოდ ადამიანურად არასწორია, მაგრამ ასე თქვა და რა ვქნათ. ეს მის ნამუსზე იყოს”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ერთადერთი ფიგურა, რომელსაც სახე არ შეუცვლია არც მინისტრობის და არც პრემიერ-მინისტრობის დროს არის გიორგი კვირიკაშვილი.

„ეს არის ის გუნდი, რომელიც ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, რომელიც უნისონში,  სწორედ ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ბატონი "ქართული ოცნების" დეპუტატი და ბატონი  „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი, ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ნაკლებად ვერთვები ან ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ამ 2-წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა, რომელთანაც მანამდეც შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, მომავალშიც ასე იქნება, არის გიორგი კვირიკაშვილი.  შესაბამისად,  ახლა დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვისმჯელო, ამ პროცესს აქვს თავის ისტორია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics