00:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 11:48:50, 548 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე: ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა ყმაწვილია, ვერ ერკვევა ჯერ პოლიტიკაში, გაიზრდება გარეკვევა

ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა ყმაწვილია ვერ ერკვევა ალბათ ჯერ პოლიტიკაში, გაიზრდება გარეკვევა, - ასე პასუხობენ „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ირაკლი ალასანიას გუნდი და პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები არიან.

როგორც „დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიაში კობახიძის განცხადება სერიოზულად არ აღუქვიათ.

„ახალგაზრდა ყმაწვილია ვერ ერკვევა ალბათ ჯერ პოლიტიკაში, გაიზრდება გარეკვევა, ეს არ არის პრობლემა.

დასკვნებს სანამ გამოიტანს გადახედოს პარლამენტში უმრავლესობის შემადგენლობას. გადმოტრანსფერებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ა.შ. მერე გამოიტანს სწორ დასკვნებს. არა უშავს, ახალგაზრდა ყმაწვილია. ვის არ მოსვლია შეცდომები“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „თავისუფალი დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძესა და შალვა ნათელაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა.  ეს განცხადება „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics