20:02 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 22:34:06, 575 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი UNHCR-ის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლის მოადგილეს ჰაი შელოუს და ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანაში მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირებისა და პრევენციის მიზნით ხორციელდება.

ამავე შეხვედრაზე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო შეუერთდა მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის დასრულების გლობალურ კამპანიას და ამჟამად აქტიურად აგრძელებს მუშაობას მოქალაქეობის არმქონე პირთა შემცირების სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. აღნიშნულ გეგმაში განსაზღვრული იქნება ის ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში მოქალაქეობის არმქონეობის პრობლემის წარმოშობის თავიდან აცილებას და ამგვარი სტატუსის მქონე პირთა შემცირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics