|
2016-05-10 15:19:38, 685 ნახვა
საზოგადოება
KOLGA TBILISI PHOTO 2016 იწყება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწობით 12 მაისს, 20:00 საათზე საერთაშორისო ფოტოკვირეული KOLGA TBILISI PHOTO 2016 ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით დაიწყება (მისამართი: კოსტავას ქ. 53, ლეხაინდრაო პროდაქშენ (ძველი აბრეშუმის ფაბრიკა). როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ფოტოკვირეული 12 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 15 მდე საერთაშორისო და ადგილობრივ, ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს და პორტფოლიოს განხილვებს. ცნობისთვის, საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” უკვე 15 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს. წლევანდელ ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფმა მიიღო. ხოლო, წლის საუკეთესო ფოტოები 15 000 ფოტოდან შეირჩევა. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი. წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და უკვე მესამედ ნომინაცია: მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია. წლევანდელი ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები 12 მაისს, “წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან. დამატებითი ინფორმაცია ფოტოკვირეულის შესახებ: ფოტოკვირეულის განათლების სექცია მოხარულია, რომ 2016 წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების 6 ვორქშოფს და საერთაშორისო ფოტოგრაფის, კურატორის, არტ კრიტიკის პორტფოლიო განხილვებს, რაც საშუალებას აძლევს საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ საუკეთესო გამოცდილება. ამით, KOLGA TBILISI PHOTO ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში ფოტოხელოვნების კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებაში. ფოტოკვირეულის დეტალური პროგრამის სანახავად ეწვიეთ ვებ გვერდს www.kolga.ge
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)