21:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 12:21:27, 607 ნახვა

პოლიტიკა
იან ჰამაჩეკი: ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის  პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე იან ჰამაჩეკი იმყოფება.

 ჰამაჩეკი  დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდა.  შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

იან ჰამაჩეკის თქმით,  ჩეხეთის რესპუბლიკა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს:

“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავთ, რომელზეც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე. ჩვენ ვუჭერდით და მყარად დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად. საქართველო ელის ვიზალიბერალიზაციას და აქტიურად მუშაობს ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.მუშაობა ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ჩეხეთი საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს“,-აღნიშნა იან ჰამაჩეკიმ.

ჩეხეთის რესპუბლიკის  პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე საქართველოს ხვალ დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics