2016-05-09 15:49:09, 520 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
როგორც თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, თითოეული თანამოქალაქის ვალია, პატივი მიაგოს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებიც მშვიდობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
"დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს მშვიდობისთვის.თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ ისინი და პატივი მივაგოთ მათ ამაგს ქვეყნის წინაშე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან