|
2016-05-09 11:06:00, 526 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შევხედრაზე სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამთო–სათხილამურო კურორტების პოტენციალი და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა ზამთრის სპორტის განვითარების მნიშვნელობას, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობისა და მთის პოტენციალის გამოყენების მიზნით. სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა და ვიცე–პრეზიდენტმა პრემიერ–მინისტრს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ახლადარჩეულმა ვიცე–პრეზიდენტმა, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პატრიკ ლანგმა გამოთქვა სურვილი, საკუთარი გამოცდილება და მნიშვნელოვანი კონტაქტები გამოყენოს საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად და საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატების ჩასატარებლად. „ამჟამად მე ვარ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის საპატიოა, რომ შემიძლია ჩემი გამოცდილებით სარგებელი მოვუტანო საქართველოს, რათა სრულად გამოვიყენოთ მისი უმშვენიერესი მთის რეგიონების პოტენციალი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ასეთი სლოგანისა და ლოგოს პოპულარიზაცია: „საქართველო - სათხილამური სპორტის ქვეყანა!" ამ მხრივ საქართველოს შესახებ კარგად არ არის ცნობილი, მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს ზამთრის სპორტისთვის კარგად განვითარებული ოთხი რეგიონი. ჩემი სურვილია, მთავრობასთან ერთად განვიხილოთ ბავშვებს შორის სათხილამურო და ზამთრის სხვა სპორტის სახეობების პოპულარიზაციისა და ამ მიზნით საგანამანათლებლო სამუშაოების ჩატარების გზები. ჩვენი მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ამ მხრივ პოტენციალის სრულად გამოყენების პროცესში,"–განაცხადა პატრიკ ლანგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ ლანგი არის ევროპის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჟურნალებისა და ინტერნეტ გამოცემების კორესპონდენტი. იგი FIS-ის მსოფლიო თასის ჩემპიონატის დამაარსებლის - სერგი ლანგის შვილია. პატრიკ ლანგი არაერთი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)