20:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 16:07:40, 450 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: წელს მოხდება მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით

 „2016 წელი ევროპული  სახელმწიფოს წლად გამოვაცხადეთ, რადგან ამ წელს მოხდება ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვლსაზრისით“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რიყის პარკში განაცხადა, სადაც დღეს ევროპის დღეები საზეიმოდ გაიხსნა.

მისივე თქმით, დღეს საქართველომ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას.

„2016 წელი  ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადეთ. ეს გავაკეთეთ იმიტომ, რომ  ამ წელს მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. 25 წლის წინ, ჩვენ ერთად ვიდექით იმისათვის, რომ  დამოუკიდებელი   სახელმწიფო შექმნილიყო,  ბევრად უფრო რთულ ვითარებაში- საბჭოთა კავშირში. ჩვენ ეს ერთად შევძელით. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი  უნდა გადავდგათ   დამოუკიდებლობიდან  თავისუფლებისკენ“,-განაცხადა  პრეზიდენტმა. 

ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში,  უამრავი  საინტერესო  ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც  ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს  ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

დღეს  სტარტი აიღეო ევროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების  საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი  წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის  კერძებს,  ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორისაა  ნატო-სა და  ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრის კუთხეც. გაიმართება კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ მევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება  კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ  ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics