|
2016-05-08 14:55:49, 698 ნახვა
საზოგადოება
რიყის პარკში ევროპის დღეები გაიხსნა
რიყის პარკში ევროპის დღეები გაიხსნა. ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში, უამრავი საინტერესო ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს. დღეს სტარტი აიღეო ევროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის კერძებს, ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორისაა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კუთხეც. იმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ ერთიანობა მრავალფეროვნებაშია. 9 მაისს გაიმართება სემინარი სახელწოდებით: "მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ". სემინარში ჩაერთვებიან მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის 10 გამარჯვებული კი, ესტონეთში სასწავლო ვიზიტზე გაემგზავრება. ამ პროექტის განხორციელებისთვის ორგანიზატორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან ფრიდრიხ ებერტის ფონდს და ესტონეთის საელჩოს. სემინარები მოეწყობა თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც. ევროპის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ღონისძიება "back to school", რომელიც მაღალი თანამდებობის პირების სკოლებში დაბრუნებას ითვალსიწინებს. საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სხვა სახელმწიფო მოხელეები კი, საკუთარ სკოლებში მივლენ და წაიკითხავენ ლექციას: "საქართველოს ევროპული გზა". ევროპის დღეების ფარგლებში პირველად გამოიცემა საქართველო- ევროკავშირის მეგობრობის მარკა. ასევე გაიმართება წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით: "მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის ქვეყნებში". წიგნი ევროკავშირის წარმომადგენლობისა და "კავშირი 21-ე საუკუნის" ერთობლივი პროექტია. პრეზენტაციას სასულიერო პირები დაესწრებიან. "მაქსიმალურად შევეცდებით, ევროპის დღეების ფარგლებში, ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის",-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. ცნობისთვის, ევროპის დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭრით ახორციელებს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)