18:32 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 11:24:48, 557 ნახვა

საზოგადოება
მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალტექნოლოგიური სასათბურე კომპლექსი ფუნქციონირებს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში  სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი მოინახულეს.

როგორც “ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს,  პროექტის ფარგლებში, ჩინურმა კომპანიამ „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა“  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის  ფართობზე  მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები ააშენა. კომპლექსი ჯამში 7 დიდ და 25 პატარა სათბურს აერთიანებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების და ბოსტნეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობას.

უწყების ინფორმაციით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული სათბურები სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით გამოიყენება. სათბურებში  ფერმერებისთვის ტარდება ტრენინგები, სადაც  ფერმერებს საშუალებააქვთ მიიღონ თეორიული  და პრაქტიკული ცოდნა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

,,ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფი“  1998 წელს ჩინეთში, ჰუნანის პროვინციაში დაარსდა. კომპანიის  საქმიანობის სფეროს  სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტირება  და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება წარმოადგენს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics