20:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 21:34:13, 586 ნახვა

პოლიტიკა
ნატა ფერაძე: ბრალდებები ჩემთვის უცნაური იყო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩემი დისკრედიტაციისა

"ბრალდებები ჩემთვის უცნაური იყო,  ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩემი დისკრედიტაციისა" - ამის შესახებ "პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელმა, ნატა ფერაძემ "რუსთავის 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

ფერაძე მის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას და დღეს აქციის მონაწილეების დაკავებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და ამბობს, რომ "ივანიშვილის მისი ეშინია".

"პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს მის დისკრედიტაციად აღიქვამს.

„ბრალდებების მთელი ბუკეტი ჩემთვის უცნაური იყო. ნარკოლოგიურში ჩემი გადაყვანა განსაკუთრებით უცნაური იყო. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩემი დისკრედიტაციისა.  გრძელდება ქალაქის ოკუპაცია. ეს არის თბილისში ოკუპირებული ტერიტორიები,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

მან ისიც განაცხადა, რომ პროტესტი არ შეჩერდება და მომდევნო აქციის გამართვის დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics