18:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 19:42:37, 605 ნახვა

პოლიტიკა
კობა სუბელიანი ვაშაძეზე: წასულებზე ცუდს არ ლაპარაკობენ

წასულებზე ცუდს არ ლაპარაკობენ,  - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კობა სუბელიანი გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას. 

როგორც კობა სუბელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასანანია, როდესაც ადამიანს, საარჩევნო სიის ათეულში ყოფნა სურს, გუნდისგან მიიღებს უარს და ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა თანაგუნდელების მოსაზრებას,  რომ ვაშაძის წასვლა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს უკავშირდება, სუბელიანი ამბობს, რომ ხელაღებით ვერავის დაადანაშაულებს, თუმცა ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის წისქვილზე დაასხმას წყალს, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სუბელიანის თქმით, პოლიტსაბჭოზე საუბარი შეეხება საარჩევნო გეგმებს და რაიონული ორგანიზაციების მუშაობის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და პარტიის ლიდერებს - გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძეს, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილსა და გოკა გაბაშვილს დაუპირისპირდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics