|
2016-05-05 19:32:44, 593 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისარს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს კომისართან გიულა ბუდაისთან, რომელიც საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების პერსპექტივებს. დაფიქსირდა საერთო ინტერესის მქონე პროექტების განხორციელების სურვილი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის" შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკებები მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე დასრულდება და შეთანხმებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აღინიშნა, რომ შეთანხმების გაფორმება შექმნის მნიშვნელოვან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც წაახალისებს ორმხრივი ინვესტიციებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას. გარდა ეკონომიკური ურთიერთობებისა, ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. გიულა ბუდაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღების თაობაზე. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გიულა ბუდაის უნგრეთის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების სათანადოდ დაფასებისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)