17:06 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 15:19:18, 609 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებას გერმანული მოდელით სთავაზობს

მათ ხელისუფლებისთვის - მმართველი კოალიციისთვის ე.წ. ალტერნატიული ვარიანტი - გერმანული მოდელი,  აქვთ წარდგენილი, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა.

ჩიხრაძის თქმით, მათთვის ძალიან საინტერესოა მოისინჯოს შესაძლებლობა თუკი არსებობს რაიმე შანსი რომ მიიღონ უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე არის დღეს.

ამასთან ჩიხრაძის განცხადებით, ცალ-ცალკე ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით და კონსენსუსის კონტურები იკვეთება.

„საუბარი იქნება ყველაფერ იმ პრობლემებზე, რაც დღევანდელი ეტაპისთვის გაჩნდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. ბუნებრივია მათაც აქვთ გარკვეული წინადადებები. ჩვენც გვაქვს შეკითხვები, უმეტესწილად ეს უკავშირდება საარჩევნო სისტემის ნაწილს. თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვუჭერდით მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგანაც კონსენსუსი არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაკიღა ოპოზიციურ პარტიებში არსებობს განწყობა, რაკიღა მათ ხელისუფლებისთვის - მმართველი კოალიციისთვის ე.წ. ალტერნატიული ვარიანტი წარდგენილი აქვთ გერმანული მოდელი ძალიან საინტერესოა რომ მოისინჯოს შესაძლებლობა თუკი არსებობს რაიმე შანსი რომ მივიღოთ უკეთესი საარჩევნო სისტემა, ვიდრე არის დღეს. ბოლომდე იქნება ყველა შანსი გამოყენებული.

ცალ-ცალკე პრაქტიკულად ყველასთან მქონდა ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით, იკვეთება კონსენსუსის კონტურები. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესში ჩავერთოთ აქტიურად, როგორც ვიყავით პროცესში ჩართული, მათ შორის მმართველ კოალიციასთან, ყველაფერს მოგვცემს დღევანდელი დღე“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავსირებით ხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics