|
2016-05-05 11:59:36, 1197 ნახვა
რეგიონი
ხულოში ე.წ. კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ჩატარდა
ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში დაავადება გამოვლინდა, რომელიც კარტოფილის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად აზიანებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ. „კარტოფილის კიბო“ რომელიც ცნობილია კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება. „ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, რის მიხედვითაც ხულოს მუნიცპალიტეტის 3 სოფელში არსებულ საცდელ ნაკვეთებზე კარტოფილის 13 სხვადასხვა რეზისტენტული ჯიშები და კლონები დაითესა. დაავადება გამძლე ჯიშებს შორის არის კარტოფილის ელიტური ჯიშები: მარფონა, მარაბელი, მესხური, აგრია, მესხური წითელი, და ჯავახეთური. საცდელ ნაკვეთებზე ადგილობრივ ჯიშებთან ერთად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის 3 კლონი (21, 22, 24) და ჰოლანდიური ჯიშები: სილვანა, ფაბულა და ფარიდა დაითესა“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2016 წლის შემოდგომაზე მოხდება დათესილი მოსავლის აღება და შემდგომ მისი ლაბორატორიული კვლევა. კვლევითი ცენტრის - მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდეშელის განმარტებით, დათესილი კარტოფილიდან ახლო მომავალში გამოვლინდება „კარტოფილის კიბოს“ რეზისტენტული და ადგილორივ პირობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ჯიშები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ახლო პერიოდში სათესლე კართოფილის ადგილობრივ ფერმერებზე გადაცემა მოხდება.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)