15:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 09:47:42, 603 ნახვა

საზოგადოება
ხელვაჩაურში სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა

ხელვაჩაურში გზის გადაკეტვას, სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

40 დღის წინ, ხელვაჩაურში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის ახლობლები საქმის დროული გამოძიების მოთხოვნით, ხელვაჩაურში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

როგორც 14 წლის ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს. აქციის მონაწილეები მკვლელობის მიზეზის დასადგენად, სამართალდამცავებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის დადებას და საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას თხოვენ. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპოატრულო პოლიცია. გზის გადაკეტვას, სამართალდაცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ, რამდენიმე წუთში შეძლო, თუმცა აქცია კვლავ გაგრძელდა. ცენტრალური გზა თითქმის ერთ საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

შეკრებილებს აჭარის სამმართველოს უფროსი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. 

შეგახსენებთ, რომ ანრი გოგიტიძის გარდაცვალების საქმე პოლიცია 115-ე მუხლით იძიებს, რაც მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ოჯახის წევრების მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე კვლავ 115-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics